ელექტროტექნიკის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის, ყველაზე დიდი წილი „ალტას“, ყველაზე მცირე კი „მიდეას“ უჭირავს. ელექტროტექნიკის სექტორის მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.

2021 წლის მონაცემებით, ელექტროტექნიკის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, ბაზარზე 10%-იანი წილით „ალტა“ ლიდერობს, მას 7%-იანი წილით „ელიტ-ელექტრონიქსი“ მოსდევს, 6% კი „ზუმერს“ აქვს, ხოლო 5% - „იუჯითის“.

რაც შეეხება კომპანიების ბრუნვას, 2021 წელს მათ ჯამში 3.6 მლრდ ლარი გამოიმუშავეს, საიდანაც 1.9 მლნ ლარი საბითუმო, ხოლო 1.7 მლნ ლარი საცალოზე მოდის.

Galt and Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა. აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიურმა ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა კი 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.