ბიზნეს კონსულტანტმა ლევან კობერიძემ საკუთარ საავტორო გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ საქართველოს ფოსტის მოდელის გამორჩეულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოდელი შეიძლება სამაგალითო გახდეს სხვა ქვეყნებისთვის.

„ძალიან საამაყოა, რომ დღეს საქართველოს ფოსტა ისეთი შედეგებით არის  წარმოდგენილი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ფოსტის მოდელს საქართველოს მოდელი დაერქვა და შეიძლება, რომ ეს გახდეს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ნამდვილად საამაყოა, რომ ეს ხდება იმ გამოწვევების მიუხედავად , რომელიც განვითარებად ქვეყანას და მის სტრუქტურებს აქვს.“- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

„კომერსანტის“ გადაცემაში ბრენდი საქართველო საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ისაუბრა,რომ „დღეს საქართველოს ფოსტა ინტეგრირებულია საერთაშორისო სისტემაში და მიმდინარე წლის ზაფხულში საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ფოსტის მოდელს წარადგენს როგორც საქართველოს მოდელს და მის გამოცდილებას სხვა ქვეყნები გაიზიარებენ.