დასალევი ხილ–ბოსტანეული „კეთილი და პატიოსანი“ ექსპორტზე ნიუ -იორკში გავიდა - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. „კეთილი და პატიოსანი“ აშშ-ის ბაზრებზე Kind&Noble-ს სახელით იყიდება.
„ამჯერად ჩუმლაყიდან პირდაპირ ნიუ-იორკში
დასალევი ხილ-ბოსტნეული კეთილი და პატიოსანი ამერიკის შეერთებული შტატებში Kind&Noble-ს სახელით იყიდება.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.