სასტუმრო Holiday Inn თელავი დროებით დაიხურა. სასტუმროს დამფუძნებელმა შალვა ერისთავმა BMG-ის განუცხადა, რომ დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ამ სეზონზე სასტუმროს დაბალი დატვირთულობა იყო და Holiday Inn თელავი სტუმრების მიღებას აპრილიდან განაახლებს.

სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე კი აღნიშნულია, რომ Holiday Inn თელავი დროებით იხურება ტექნიკური-სარემონტო სამუშაოების გამო.

"სამწუხაროდ, კახეთში, ერთადერთი ბრენდული სასტუმრო „Holiday Inn თელავი“ დროებით დაიხურა. რამდენიმე სასტუმროც დაკეტვის პირას არის... [მფლობელებმა] გადაწყვიტეს, 3-4 თვე დახურონ და ამ გზით ხარჯები შეიმცირონ. აპრილის მეორე ნახევრიდან კი, ისევ ხელახლა გახსნას აპირებენ, რაც ძალიან რთულია, რადგან პერსონალის აყვანა და ყველა პროცესი თავიდან არის გასავლელი“ - აცხადებს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

წყარო: მთავარი