ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას მომდევნო 4 წლის ვადით ნინო კობახიძე დაიკავებს.
ა(ა)იპ „ბიზნეს ფედერაციის - ქალები მომავლისთვის“ გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები 7 ოქტომბერს ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა. საერთო კრებაზე წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი თავმჯდომარის ერთადერთ კანდიდატურას - ნინო კობახიძეს დაუჭირა;
7 ოქტომბრის არჩევნებზე გარდა თავმჯდომარის არჩევისა, დაკომპლექტდა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო 12 წევრიანი შემადგენლობით. ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.