ჯეი დი ვენსს ჩემს მემკვიდრედ არ განვიხილავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს 2028 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა, მაგრამ ის ნიჭიერია“.
„ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. ჯერ ადრეა. ახლახან დავიწყეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
„ბევრი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ისტორიაში ეს საუკეთესო დასაწყისია. ძალიან ბევრი რამ ძალიან სწრაფად გავაკეთეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.