ორშაბათს ვაჭრობის დახურვისას ევროპაში გაზის ფასი 622 დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე. ვაჭრობის მხოლოდ ერთ დღეში ფასი 5%-ით გაიზარდა.

მიღწეული დონე ყველაზე მაღალია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2023 წლის 7 თებერვლიდან). 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 512 დოლარი იყო, თებერვლის დასაწყისიდან - 581 დოლარი.

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კოტირებების შემდგომი ზრდა, რადგან რეგიონში ცივი ამინდები მოვა.

interfax