გუდაურზე „ტრასებზე არის ტალახი, ქვები, თოვლი არ არის საკმარისი რაოდენობით, გათოვლიანება არ მუშაობს და აქ მეორედ ჩამოსვლის სურვილი ნამდვილად არ გაუჩნდება ტურისტს“,- ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ გუდაურიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაფერთან ერთად, კურორტზე აღარ არის სქი პატრული, რაც კიდევ უფრო მეტ ქაოსს და რეგულაციების დაუცველობას იწვევს.
„გუდაურში არ არის საკმარისი თოვლი. ზოგადად ყველგან ეგრეა, ევროპაშიც და საქართველოს სხვა კურორტებზეც, მაგრამ ტემპერატურა არის საკმაოდ დაბალი და გათოვლიანების სისტემა რომ მუშაობდეს... რომელზეც გასულ წლებში ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული და აყენია ეს სისტემა, მაგრამ არ მუშაობს იმიტომ, რომ როგორც აქაურობა და როგორც დანარჩენი მთელი საქართველო არის უსაქმური რუსი „ქოცების“ ხელში. წარმოიდგინეთ, დახარჯულია უამრავი ფული ამ გათოვლიანების სისტემაზე და არ მუშაობს, აყენია ქვემოთ 3 ვენტილატორი და საჩვენებლად თოვლს უშვებენ, გათოვლიანების მაგვარს, ვითომ მუშაობენ, მაგრამ რეალურად გუდაურის კურორტზე არის სრული ქაოსი, მაგ მხრივ.
ვერანაირ კარგს და პროგრესულს ვერ გეტყვით, რადგან რეალურად ნაკლების თვლის პრობლემა არის ყველგან, მაგრამ ზამთარში როდესაც არის -15, -20 ღამე, იდეალური ტემპერატურაა იმისთვის, რომ ამუშაო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და ასე მუშაობს ევროპაში ყველა კურორტი. იმიტომ, რომ პრობლემა გახდა ზოგადად თოვლის რაოდენობა და ეს არის გამოსავალი.
თებერვალში ყოველთვის დაკავებული პერიოდია ხოლმე გუდაურში, ყველაზე მეტი ხალხი ჩამოდის ამ პერიოდში, სასტუმროები დაჯავშნილია, ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ის კატეგორია ტურისტების, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული ბაზრები, დასავლეთ ევროპა, ამერიკა, ავსტრალია, იაპონია, ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არის მინიმალური. წელს სამწუხაროდ, რუსები ჭარბობენ, ასევე არიან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. სომხეთიდან არიან სტუმრები, არაბები და ინდოეთს მოქალაქეებიც ყოველთვის იყვნენ ის ხალხი, ვინც გუდაურში ჩამოდიოდა. უბრალოდ, აქ ვინც ჩამოვა, ის ადამიანი, ვისაც რეალურად უნდა რომ შეიგრძნოს სრიალი და ტურიზმი, მეორეჯერ აღარ ჩამოვა, იმიტომ, რომ ტრასებზე არის ტალახი, ქვები, თოვლი არ არის საკმარისი რაოდენობით, გათოვლიანება არ მუშაობს და აქ მეორედ ჩამოსვლის სურვილი ნამდვილად არ გაუჩნდება ტურისტს.
მეორე საკითხს მინდა შევეხო, სქი პატრული, ახლა არ არსებობს არცერთ სათხილამურო კურორტზე. მათ ევალებოდათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთლიანად კურორტზე და ზოგადად, კონტროლი, რომ მთვრალ ხალხს არ ესრიალა, ვინც სრიალებდა, მათთვის მიეცა შენიშვნა. სქი პატრული ნამდვილად საჭიროა კურორტზე, მაგრამ ვერცერთს ვერ იპოვით, რომც გჭირდებოდეთ. ალბათ, ეს სქი პატრულის ტიპები შსს-ს თანამშრომელი ჯანმრთელი მორბენალი გაურკვეველი წარმომავლობის პოლიციელები არიან ახლა, ვინც რუსთველზე დგას და გვარბევს. ესეც ხელს უწყობს, რომ ქაოსი იყოს კურორტზე და არანაირი რეგულაცია არ არის დაცული, მაგალითად, დადიან ტრასაზე ბურანები, საიდან სად შემოუხვევს ბურანი არ იცი, მანქანა სად უნდა გაჩერო, პარკინგები სულ პრობლემური საკითხია, ესეც არ მოგვარებულა. მოკლედ, ეს სიტუაცია მთაზე“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.