იაპონურმა ტურისტულმა კომპანია Nippon Travel Agency Co.-მ გამოაცხადა გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ის კონტინენტთაშორისი ფრენების კოსმოსის გავლით განხორციელებას იწყებს. მოგზაურობის ეს ახალი ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, ტოკიოდან ნიუ-იორკში სულ რაღაც ერთ საათში ჩაფრინდეთ.

პროექტი ხორციელდება სტარტაპ Innovative Space Carrier Inc.-თან პარტნიორობით, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს ავითარებს.

მგზავრობის ღირებულება: ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით $657,000 იქნება.

ტექნოლოგია: კოსმოსური აპარატის გაშვება საზღვაო პლატფორმიდან იგეგმება. კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ტექნოლოგია საშუალებას მისცემს დედამიწის ნებისმიერი ორი წერტილი ერთმანეთთან 60 წუთში დააკავშიროს.

პირველი ეტაპი (2026 წელი): გაიხსნება წინასწარი ჩაწერა რეისებზე, ჩატარდება ექსკურსიები სახმელეთო ობიექტებზე და კოსმოსური საკვების დეგუსტაციები.

გრძელვადიანი გეგმა (2040-იანი წლები): დაგეგმილია მოკლევადიანი ორბიტალური ტურების დაწყება.

Nippon Travel Agency-ის პრეზიდენტმა, კეიგო იოშიდამ, ხაზი გაუსვა, რომ პროექტი „კოსმოსური ტურიზმის განვითარების ახალი ეტაპი“ გახდება.

ამავდროულად, ასეთი ფრენები არ შეიძლება ჩაითვალოს ეკოლოგიურად სუფთად: წინასწარი შეფასებით, ერთი სუბორბიტალური ფრენა შეიძლება ასობით ჯერ მეტ გამონაბოლქვს გამოყოფდეს, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსატლანტიკური რეისი.

წყარო: avianews.ge