მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და არასტაბილურობა, 2026 წელს საერთაშორისო ტურიზმის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები გახდა. მოგზაურობის რისკების მართვის სერვისების წამყვანი პროვაიდერის, Global Rescue-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოცდილი მოგზაურების თითქმის 29%-მა უსაფრთხოების მიზნით უკვე შეცვალა მარშრუტი.
მათ შორის, ვინც გეგმები შეცვალა, 9%-მა ალტერნატიული მიმართულებები აირჩია, 7%-მა მოგზაურობები გადადო, ხოლო 6%-მა ისინი საერთოდ გააუქმა. გაურკვევლობის მიუხედავად, მოგზაურთა 71% თავის თავდაპირველ გეგმებს მიჰყვება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტურისტების 72% დანიშნულების ადგილის არჩევისას გეოპოლიტიკურ პირობებს ითვალისწინებს და 42%-მა განაცხადა, რომ ეს ფაქტორი „გადამწყვეტად“ მოქმედებს მათ დაჯავშნაზე.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე