საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს Vive Bespoke Event-ის დამფუძნებელი ვიშეშ მანჰანი.

როდესაც ახალ მიმართულებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, საქართველო ხელსაყრელიმიმართულებაა ბიზნეს ღონისძიებებისთვის და ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალიგადაიქცეს ცენტრად საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვაღონისძიებების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც მოგზაურებს, ასევე ბიზნესღონისძიებებისთვის მსხვილ ჯგუფებს, 300-დან 500 კაცამდე, რომ ეწვიონ საქართველოს, რადგანსაქართველო იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნეს ღონისძიებებისთვის.“

IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასზე მეტი იყო.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.