აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
„სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ერთი ბანკის წინააღმდეგ სანქციებს გამოვაცხადებთ, შემდეგ კვირაში კი კიდევ ერთს“, – განაცხადა ბესენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.
მისივე თქმით, აშშ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კონსულტაციებს აგრძელებს და მათგან მხარდაჭერას იღებს.
„ჩვენ აქ ჩვენს მოკავშირეებთან ვსაუბრობთ და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ“, – აღნიშნა ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან საქმიან ურთიერთობას კვლავ აგრძელებენ.
„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გვაქვს. ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით“, – განაცხადა ბესენტმა.