ბელგიაში ყოველწლიური აქცია დაიწყო, რომელიც ხალხს მოუწოდებს არ დალიონ ალკოჰოლი მთელი თვის განმავლობაში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ეს ინიციატივა 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა: ყოველწლიურად მასში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ „მშრალი“ თებერვლის შემდეგ, ბევრი ადამიანი სულ უფრო და უფრო შეგნებულად იწყებს დალევას, ზოგი კი მთლიანად უარს ამბობს ალკოჰოლზე.