ბათუმში, დღეს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ მეოთხე სასტუმრო გაიხსნა. ზღვისპირა ქალაქში განთავსების ახალი ობიექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის“ პროექტია.
120-ოთახიან სასტუმროში სტუმრებსა და დამსვენებელს მაღალი კლასის ამერიკული სასადილო უმასპინძლებს, სადაც ქართული და ამერიკული გასტრონომიის მიქსი იქნება წარმოდგენილი. სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ასევე ლობი ბარი.
სასტუმროს 120 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. როგორც ბიუჯეტური, ასევე მაღალი კატეგორიის სტუმარზე. ამ ეტაპზე 120-ოთახიან სასტუმროში მხოლოდ 75 ოთახია მოქმედებს. დაახლოებით ერთ თვეში სასტუმროს ოთახები სრულად გაიხსნება.