ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი Batumi Grand Mall-ი 6 ოქტომბერს გაიხსნება.

როგორც Batumi Grand Mall-ის ინვესტორი ამირან დარჩიძე ამბობს, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, ხოლო ბანკისა და EBRD-ისგან მიღებული სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს. მისი თქმით, მოლი 750-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალ მოლში წარმოდგენილი 100-ზე მეტი ბრენდი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტური იქნება, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს“, - განაცხადა ამირან დარჩიძემ.

მოლის 24 000 კვ.მ-ში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. ახალ მოლში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი, მათ შორის: Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, US Polo და სხვა.