ავსტრალიის უმდიდრესმა ადამიანმა ჯინა რაინჰარტმა თავისი კომპანიის, Hancock Prospecting-ის მეშვეობით ილონ მასკის SpaceX-ის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წილი შეიძინა, იტყობინება The Wall Street Journal.
თავად ინვესტიციის შესახებ რაინჰარტმა ცნობა ელექტრონული ფოსტით გაამჟღავნა, ხოლო წილის ზომის შესახებ ინფორმაცია გამოცემის წყარომ გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ ინვესტიცია ასახავს Hancock–ის ნდობას მასკის მიმართ და ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში დასავლური ინვესტიციების შემდგომი ჩადების საჭიროებას. ეს კომპანიის ყველაზე დიდი ინვესტიციაა რკინის მადნის სექტორის გარეთ.