ღვინის წარმოების ტრადიციის აღსადგენად Awino - Tamarisi winery-ს დამფუძნებელი არტურ აკოფიანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სოფელში გადავიდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, არტურმა პროფესიონალური დანადგარების შეძენა შეძლო და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება დაიწყო.
Awino - Tamarisi winery ტურისტული სივრცეა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ადამიანს მასპინძლობს და თითოეულ სტუმარს ექსკლუზიურად შექმნილ სასმელს სთავაზობს.