აშშ-ის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახელმწიფო დეპარტამენტი პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას გეგმავს, რომელზეც დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპის ფოტო და ხელმოწერა პასპორტის ერთ-ერთ შიდა გვერდზე იქნება გამოსახული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ვაშინგტონის პასპორტების სააგენტოს მიერ გამოშვებული სტანდარტული პასპორტი იქნება და ის ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მათთვის, ვინც დოკუმენტს ვაშინგტონის პასპორტების სააგენტოში განაახლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი პასპორტების გაცემას ამ ზაფხულს დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის პასპორტი გაიცემა.

1tv.ge