2022 წელს საქართველოში, 43 342 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 7 ათასზე მეტი სხეულის დაზიანებით, 500 კი გარდაცვალებით დასრულდა. ამ საგანგაშო მონაცემების მიუხედავად, დღეს  საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. რატომ არ სარგებლობს  ქვეყანაში ავტოდაზღვევა პოპულარობით? „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მომხმარებელთა განწყობები შეისწავლა და დაადგინა, რომ დაზღვევის მიმართ მოქალაქეების სკეპტიკურ დამოკიდებულებას, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ფასი და რთული პირობები განსაზღვრავს. სადაზღვევო კომპანიამ ბაზრის გამოწვევა მიიღო და პასუხად ინოვაციური კონცეფცია შექმნა: მოირგე სწორი დაზღვევა! –  ეს კომპანიის მთავარ გზავნილად იქცა, პაკეტი - ავტო ფიქსი კი  კონცეეფციის საყრდენად. 

ჯერ კიდევ სატესტო ეტაპიდან გამოჩნდა, რომ „ჯიპიაიმ“ მომხმარებელთა დაკვეთა ზუსტად  შეასრულა. კომპანიის კვლევებით, დღეს „ჯიპიაის“ ავტო დაზღვევის პირობებით, გამოკითხულთა 96% კმაყოფილია, მომსახურებით კი უფრო მეტი - 99%-98%.  მაშ ასე, გავიგოთ - რა განაპირობებს მომხმარებელთა კმაყოფილების ამ პროცენტულ მაჩვენებელს?

 რა არის ავტო ფიქსი ?

ამ პროდუქტს რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს. დავიწყოთ სიმარტივით! ავტო ფიქსის არჩევის შემთხვევაში იხდი ფიქსირებულ ტარიფს და ზუსტად იცი, რომ კომპანია ზარალის 90%-ს აგინაზღაურებს. პოლისის შერჩევაც მარტივია -„ჯიპიაი“  ორი სახის პაკეტს გთავაზობს  - 48 ლარიანი (ლიმიტი განსაზღვრულია 5000 ლარით) და 60 ლარიანი (ლიმიტი 10000 ლარი).

რას გთავაზობთ ავტო ფიქსი?

ეს ის შემთხვევაა როცა ფასი ხარისხს არ განსაზღვრავს. ავტო ფიქსით დაზღვეული ავტომობილი ყველა რისკისგან არის დაცული:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • აფეთქება
  • ხანძარი
  • სტიქიური მოვლენები
  • საგნის ვარდნა
  • ქურდობა

და ეს ყველაფერი არ არის... ავტო ფიქსი მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისგანაც დაგაზღვევთ. მაშინ როცა ამ მომსახურებისთვის, სტანდარტული პოლისის შემთხვევაში, დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ.

სტანდარტული პოლისით,  გაზრდილი პრემიის გადახდა მოგიწევთ  მაშინაც თუ თქვენ ახალბედა მძღოლი ხართ.  ავტო ფიქსი კი აქაც  შეუზღუდავია - პოლისის გააქტიურება შეუძლია ყველას - 21 წლის ასაკიდან. (თუ მართვის მოწმობას ფლობთ).

ავტო ფიქსის შექმნაში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე მონაწილეობდა. რატომ გახდა მომხმარებლებისთვის  მისაღები პროდუქტი ავტო ფიქსი? - მეტს მანჯგალაძისგან გავიგებთ.

საქართველოში ავტო დაზღვევის ბაზარი აუთვისებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა  რთული სადაზღვევო პირობები იყოს. სწორედ ამ ფაქტორის გაანალიზებით შევქმენით პროდუქტი, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე სრულიად განსხავევბულია. ავტო ფიქსი განსაკუთრებით მათთვის არის, ვისაც აქამდე დაზღვევასთან შეხება არ ჰქონია და სურს, საკუთარი ავტომობილი ზედმეტი დანახარჯებისა და ყოველგვარი დამაბნეველი პირობების გარეშე დააზღვიოს. ზედმეტი დანახარჯი შემთხვევით არ მიხსენებია, დაბალი ფასი ავტო ფიქსის ერთ-ერთი პოზიტიური განმსაზღვრელია, სიმარტივესთან ერთად.“ 

ავტო ფიქსის  განვითარებაზე  „ჯიპიაის“ საცალო გაყიდვების მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერი, თამარ ზუბიაშვილი მუშაობს. ზუბიაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი განსაკუთრებით ხელსაყრელი მათთვის არის ვინც დაბალბიუჯეტიან ავტომობილს ფლობს. აი რატომ:

მაგალითად, თქვენი ავტომობილის ღირებულება 3 ათასი დოლარია. რისკების დასაზღვევად ზედმეტი პრემიის გადახდა აღარ გჭირდებათ. მაშინაც კი თუ თქვენი მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას სრულად განადგურდება, ავტო ფიქსის ლიმიტი საკმარისი იქნება. როგორც იცით , პაკეტების  ლიმიტი 10000 და 5000 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება მსუბუქ ზარალს, რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი თუ მისი  ანაზღაურება ნაკლები პრემიითაც შესაძლებელია?! ბრალეულობის მიუხედავად, კომპანია შენი ან დაზარალებული მხარის ავტომობილის შეკეთების ხარჯებს აანაზღაურებს. მომხმარებელს  შემიძლია ვუთხრა: იმოძრავეთ, ჩვენ დაგაზღვევთ!  “- აცხადებს ზუბიაშვილი.

როგორ შევიძინოთ ავტო ფიქსი?

“ჯიპიაი ჰოდინგი” 250,000 -მდე  დაზღვეულს ემსახურება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმისთვის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება შესთავაზოს, კომპანიას კომუნიკაციისთვის  მრავალფეროვანი არხები აქვს. ონლაინ მომსახურებასთან  ერთად, დაზღვეულთან პირისპირ კონტაქტი ისევ  პრიორიტეტად რჩება, რადგან ხშირად ადამიანები სწორედ ურთიერთობის ასეთ ფორმას ამჯობინებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ “ჯიპიაის” ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი აქვს და მომხმარებელს გაყიდვების პროფესიონალთა გუნდი საქართველოს ყველა კუთხეში ემსახურება.

პირისპირ კომუნიკაციასთან ერთად,  “ჯიპიაი”-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამართული და მაღალგანვითარებული ციფრული სერვისებია. დაზღვეულების 90% უპირატესობას სწორედ ციფრულ  სერვისებს ანიჭებს. ავტო ფიქსის შეძენაც ნებისმიერი არხით შეგიძლიათ: თუ თქვენთვის ხელსაყრელი ონლაინ მომსახურებაა, პოლისის შეძენა MYGPI.GEEის საშუალებით შეგიძლიათ. ვებგვერდიდან სასურველ პოლისს აირჩევთ, თქვენი და ავტომობილის პირად  მონაცემებს მიუთითებთ და კომფორტულ  გადახდის ტიპს შეარჩევთ. სულ ეს არის, ავტო ფიქსის შეძენის პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.  მაგრამ თუ პოლისის  შეძენა ციფრული არხებით არ გსურთ,  შეგიძლიათ ცხელი ხაზის ნომერზე  032 2 505 111 დარეკოთ.  თქვენ გაყიდვების პროფესიონალი გუნდი მოგემსახურებათ.

ავტო ფიქსის შეძენისას  ცხადია, „ჯიპიაის“ გამარტივებული და კომფორტული სერვისებითაც ისარგებლებთ. მაგალითად , კომპანიამ დიდი ხანია თანხის ანაზღაურების განსაზღვრული ვადები აამოქმედა: 1,000 ლარის შემთხვევაში ადგილზე გადახდის სისტემა მოქმედებს, 3,000 ლარამდე ზარალი -  5 დღის ვადაში, ხოლო 3,000 ლარს ზემოთ - 10 დღეში ანაზღაურდება. დღეს ავტოზარალების 90% 2 დღეში რეგულირდება.

„ჯიპიაიში“ დაზღვეულებისთვის სტრესული აღარც ავტომობილის შეკეთების პროცესია. ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე საქმეში  ავტოასისტენტი ერთვება, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს შეფასების პროცესს და პასუხისიმგებელი იქნება ავტომობილის შეკეთებაზე, ავტორიზებულ ცენტრში. ის ინფორმაციას  ოპერატიულად მოგაწვდით.  „ჯიპიაი“ ავტომობილის შეკეთებაზე გარანტიასაც მოგცემთ: შეფასების თანხა საგარანტიო წერილში აისახება და ის ყოველთვის საკმარისი იქნება  ავტომობილის შესაკეთებლად, ავტორიზებულ ცენტრში.

და ბოლოს,  2022 წლის სადაზღვევო ბაზრის მონაცემებიც ადასტურებს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ  22,869,779 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 14,6% დაიკავა. პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა.

ასე, რომ  იმოძრავე, ჩვენ დაგაზღვევთ! - მხოლოდ სლოგანი არ არის. “jიპიაი ჰოლდინგი” 22 წელია ერთგული მოკავშირეა და  ეს მომხმარებელმა საკუთარი გამოცდილებიდანაც  იცის.

შემთხვევა პატრულის გამოძახების გარეშე, აპლიკაციით დავაფიქსირე და ანაზღაურებაც ონლაინ მივიღე

შუაღამისას მაგისტრალზე ავტოასისტანსმა მომაკითხა, მანქანა დამიქოქა და 5 წუთში ისევ ჩემს გზას დავადექი

ავტომომსახურების მენეჯერმა ჩემ ნაცვლად მოაგვარა ყველაფერი და თანხა 10 დღეში დამერიცხა ანგარიშზე