ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. საქმე კომპანია Google-ს ეხება, რომელსაც შესაძლოა, Chrome ბრაუზერის გაყიდვა მოუწიოს, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg News-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აგვისტოში ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა საძიებო ბაზარზე უკანონო მონოპოლია მოიპოვა.

თავის მხრივ, ვებ-ბრაუზერი Chrome მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბრაუზერია, იგი ასევე წარმოადგენს მთავარ "შესვლის პუნქტს" Google-ის საძიებო სისტემაში. გარდა საძიებო სისტემისა, კომპანია „გუგლი“ Chrome-ს მომხმარებლების აქტივობის გასაკონტროლებლად და მონაცემების შეგროვებისათვის მიზნითაც იყენებს. ბრაუზერი ასევე ხელს უწყობს კომპანიის AI პროდუქტის – Gemini-ს გენერირებას.

ანტიმონოპოლიური ორგანოები ასევე ითხოვენ სასამართლომ გარკვეული მოთხოვნების დაუწესოს ხელოვნური ინტელექტისა და ოპერაციული სისტემის კომპანია Android-ს. „გუგლის“ შემთხვევისგან განსხვავებით, ანტიმონოპოლიური სამსახური Android-ისგან ოპერაციული სისტემის გაყიდვას არ ითხოვს. თუმცა, Bloomberg-ის შეფასებით, მიუხედავად ამისა, ეს იქნება ყველაზე აგრესიული მცდელობა ტექნოლოგიური კომპანიის შესაზღუდად, Microsoft-ის შემდეგ, რომლის პროცესიც 20 წლის წინ წარიმართა.

თავის მხრივ, Google ამერიკის ამჟამინდელ მთავრობას „რადიკალებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ეს მომხმარებლებს დააზარალებს , ხოლო აშშ-ს ტექნოლოგიურ ლიდერობას წაართმევს. კომპანია ასევე გეგმავს სასამართლოს წინა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ვინ იყიდის Chrome-ის, თუ Google-ს მართლაც მოუწევს ბრაუზერის გაყიდვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი მფლობელი შესაძლოა Amazon იყოს, მაგრამ თავად კომპანია ასევე ანტიმონოპოლიური ზედამხედველობას ქვეშ იმყოფება. მეორე ვარიანტად კი OpenAI სახელდება.