2024 წლის ბოლოსთვის, მსოფლიო მასშტაბით 3.7 ათასი ტონა ოქრო მოიპოვეს. ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭო (WGC) იტყობინება, რომლის თანახმად, ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 0.6%-იან ზრდას წარმოადგენს.

მსოფლიო ლიდერი ოქროს მოპოვებით ჩინეთია, რომელმაც 2024 წელს 380.2 ტონა ოქრო მოიპოვა, რაც მთლიანი მოპოვების 10.4%-იან წილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი მოცულობებია რუსეთიდან (330 ტონა), ავსტრალიიდან (284 ტონა) და კანადიდან (202.1 ტონა).

რაც შეეხება ოქროს ტოპ 10 უმსხვილეს მომპოვებელს, ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 380.2 ტონა;
  • რუსეთი - 330 ტონა;
  • ავსტრალია -284 ტონა;
  • კანადა 202.1 ტონა;
  • აშშ - 158 ტონა;
  • განა - 140.6 ტონა;
  • მექსიკა - 140.3 ტონა;
  • ინდონეზია - 140.1 ტონა;
  • პერუ - 136.9 ტონა;
  • უზბეკეთი - 129.1 ტონა.

რაც შეეხება ზოგადადა ოქროს მარაგებს, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1 044 ტონით გაზარდეს. წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.

bpn.ge