მედიასააგენტო Reuters-ისათვის ოფიციალური პირების მიერ მიწოდებული ცნობების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მდებარე ენერგოობიექტებზე, რომლებიც უკრაინის არმიისთვის სამიზნეს წარმოადგენს, სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს. აღნიშნულის პარალელურად, შტატებში უკრაინისათვის ისეთი რაკეტების გადაცემასაც განიხილავენ, რომლებიც ამ სამიზნეებს მისწვდება.
აშშ უკრაინისათვის მსგავსი მხარდაჭერის გაწევას ნატოს მოკავშირეებისგანაც ითხოვს. შ
WSJ-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებსა და ელექტროსადგურებზე იერიში უფრო გამარტივდება.
ცნობისთვის, აშშ-ში განიხილავენ უკრაინისათვის საკრუიზო რაკეტის, Tomahawk-ების გადაცემის შესაძლებლობას, რომლის მოქმედების მანძილიც 2,500 კილომეტრამდეა.