სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ევროკავშირისა (EU) დაკონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითორგანიზებული საქართველოს პრო ბონო ქსელისა დამათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონომარათონის მონაწილე იყო.

პრო ბონო მარათონი ექსკლუზიური ერთდღიანისაკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიცბიზნესკომპანიების სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონეპროფესიონალთა გუნდები მთელი დღის განმავლობაშისამოქალაქო ორგანიზაციებთან კონკრეტულპროექტებზე მუშაობენ, მათ წინაშე არსებულიპრობლემების გადასაჭრელად.

წლევანდელი მარათონის ფარგლებში, ალდაგისჩართულობით, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავესამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონისთვის, მათისაქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკულივიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც წინ, რამდენიმეკვირიანი სამუშაო პროცესი უძღვოდა.

საქართელოს პრო ბონო ქსელში ალდაგი რამდენიმემიმართულებით არის ჩართული და სამოქალაქოორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებსსაზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ დაფინანსურ საკითხებში უწევს.

სალომე აბუაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთანურთიერთობის მენეჯერი: “ალდაგი საქართველოს პრობონო ქსელის აქტიური პარტნიორია და მოხარულებივართ, რომ როგორც ქსელის წევრებს, კიდევ ერთხელმოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოების სასიკეთოდმომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩვენი მხარდაჭერაგამოგვეცხადებინა და დავხმარებოდით მათპროფესიული რჩევით მეტი წარმატების მისაღწევად. წელს ჩვენი ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონი იყო, რომელსაც კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილების გუნდმა გაუწია.“