აირწინაღი (Air Filter) – ხუფიანი დამცავი, ბოლო დროინდელი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია. თანამედროვე აირწაღის მოდელი მე-20 საუკუნეში გერმანელმა ინჟინერმა, ფრიდრიხ ზეპელინმა შექმნა.
აირწინაღი ძირითადად, მეცნიერულ კვლევებსა და სამხედრო უსაფრთხოებაში გამოიყენებენ, თუმცა, დადგენილია, რომ მხუთავ აირსა და წიწაკის სპრეისაც ეფექტიანად უმკლავდება...
ქართულ ბაზარზე მისი შეძენა მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებსა და ქსელურ მაღაზიებშიც შეგიძლიათ. Quadrum Georgia-ს გაერთიანებაში შემავალი ქსელი - „დომინო“ ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, სადაც აირწინაღების შეძენა შეგიძლიათ.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თეიკო ლომინაძე ამბობს, მომხმარებლები აირწინაღებს, ძირითადად ცალობით ყიდულობენ, დეფიციტი კი ბაზარზე არ არის.
„აირწინაღები 10 წელზე მეტია, რაც ჩვენთან იყიდება და სხვადასხვა საფასო კატეგორიით გვაქვს. აირწინაღების ექსპორტი არ ხდება, ადგილობრივ წარმოებას ვყიდით. მოთხოვნა დაბალი საფასო კატეგორიის აირწინაღებზე გაზრდილია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს აირწინაღები სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება. ერთი ადამიანი, რომ დიდი რაოდენობით ყიდულობდეს, ასე არ ხდება, ძირითადად პირადი მოხმარებისთვის ყიდულობენ. ზოგადად, ეს პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია. ასეთი შემთხვევა, რომ მოვიდნენ, ერთიანად დიდი რაოდენობით წაიღეს და რაღაც მარაგი ამოიწურა არ გვქონია“,- აღნიშნა თეიკო ლომინაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.