2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 14.6 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 13 489 ტონა მეორეული საბურავი. ქვეყანა მეორეულ საბურავებს ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან ყიდულობს.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული საბურავების მაჩვენებლები ასეთია:

  • გერმანია - 3 359 ტონა (3.36 მლნ დოლარის);
  • იაპონია - 2 722 ტონა (3.48 მლნ დოლარის);
  • ბულგარეთი - 1 885 ტონა (1.95 მლნ დოლარის);
  • შვეიცარია - 1 762 ტონა (1.84 მლნ დოლარის);
  • ნიდერლანდები - 1 129 ტონა (1.01 მლნ დოლარის)

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 161 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 180 ტონა საბურავი.

მეორეული საბურავების ექსპორტის დიდი ნაწილი 2 ქვეყანაში ხორციელდება:

  • ყირგიზეთი - 128 ათასი აშშ დოლარის 177 ტონა;
  • სომხეთი - 31 530 აშშ დოლარის 2.08 ტონა.