სამუშაო ბაზარი დღევანდელ მსოფლიოში  მუდმივად იცვლება. ჩნდება ახალი ინდუსტრიები, უკვე არსებულები კი სწრაფად ვითარდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი პროფესია, რომელზეც რამდენიმე წლის წინ დიდი მოთხოვნა იყო, შესაძლოა დღეს აღარ იყოს ისეთი აქტუალური, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით - მათი მნიშვნელობით იზრდება. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე პოპულარულ და სასარგებლო პროფესიას დღევანდელ სამუშაო ბაზარზე.

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი (დეველოპერი)

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საქმიანობა გახდა. უკვე  ყველა ინდუსტრიაში ითხოვენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც  ოპერაციების სწორ წარმართვას განაპირობებს. მობილური აპლიკაციების შექმნიდან, საწარმოს კომპლექსური პროგრამებით დამთავრებული, დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან  აპლიკაციების დიზაინზე, კოდირებაზე, ტესტირებასა და გამართვაზე. შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საშუალო ხელფასი 2020 წელს  $110,140 იყო და ეს მონაცემი მოთხოვნის გათვალისწინებით კიდევ უფრო გაიზრდება.

  • მონაცემთა მეცნიერი

დღეს მონაცემებზე ორიენტირებულ სამყაროში, დიდი რაოდენობით მონაცემების გაანალიზების უნარი  ბიზნესისა და ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტია. მონაცემთა მეცნიერები პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე, რათა დაეხმარონ კომპანიებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ისინი იყენებენ სტატისტიკური მონაცემის ანალიზს, ადგენენ  შაბლონებსა და ტენდენციებს  და შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებებს საკუთარ დასკვნებს აწვდიან. Glassdoor-ის თანახმად, მონაცემთა მეცნიერთა საშუალო ხელფასი 2021 წელს იყო $113,309.

  • ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი

COVID-19-ის პანდემიამ ჯანდაცვის პროფესიონალების მნიშვნელობა ცხადი გახადა. ისინი პაციენტებზე ზრუნვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის წინა ხაზზე არიან. ჯანდაცვის სფეროს პროფესიები საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს არიან  ექიმები, ექთნები, ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტები და რესპირატორული თერაპევტები. დღეს ჯანდაცვის პროფესიონალებზე დიდი მოთხოვნაა, შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით სამუშაო ადგილების ზრდის ტემპს 15%-ია.

  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

რაც უფრო მეტი ბიზნესი ოპერირებს ონლაინ სივრცეში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კიბერუსაფრთხოება და შესაბამისად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებიც. ისინი პასუხისმგებელნი არიან კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების დაცვაზე ისეთი კიბერ საფრთხეებისგან, როგორიცაა ჰაკერები, ფიშინგი, ვირუსები და მავნე პროგრამები. კიბერსპეციალისტები უსაფრთხოების ზომებს შეიმუშავებენ და მათ განხორციელებას უზრუნველყოფენ.

  • ეკოლოგი

დღევანდელი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა ეკოლოგია, ბუნების დაცვა და გარემოს უსაფრთხოება. ეკოლოგები სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. მათი ვალდებულებაა გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრი გზებზე ზრუნვაა. გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მწვანე საფარის განადგურება - ესაა იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომელთა გადაჭრაზეც ეკოლოგები ზრუნავენ. ისინი შესაძლოა მუშაობდნენ არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებში,  სხვადასხვა ინდუსტრიაში.  შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, გარემოსდაცვითი მეცნიერების საშუალო ხელფასი 2020 წელს  $73,230 იყო, პროფესიაზე მოთხოვნა მხარდია და არსებობს მოლოდინი რომ ეს მოთხოვნა 2029 წლამდე კიდევ 8%-ით გაიზრდება.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ ამ ბლოგში წარმოდგენილია მხოლოდ 5 პროფესია, იმ მრავალი პოპულარული და სასარგებლო პროფესიიდან რომელიც დღევანდელ სამუშაო ბაზარზეა.  ტექნოლოგიები და საზოგადოება განვითარებას განაგრძობს და ჩნდება ახალი პროფესიები.