ბრენდების კაპიტალიზაციის უმსხვილესმა გლობალურმა პლატფორმა Kantar BrandZ-მა ბრენდის ღირებულების მიხედვით ჩინური კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლეს ანგარიშში ორგანიზაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული 100 კომპანია გააერთიანა. $129-მილიარდიანი შეფასებით, ყველაზე ძვირად ღირებული ჩინური ბრენდების სიის სათავეში Tencent-ია.

წლევანდელი რეიტინგის ლიდერი ყველაზე ცნობილი ვიდეოთამაშების ერთეულითა და WeChat-ის აპლიკაციითაა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელთან შედარებით, Tencent-ის ბრენდის ღირებულება წელს შემცირებულია, კომპანია სიის სათავეში ზედიზედ უკვე მესამე წელია, რაც რჩება. ამის საპირისპიროდ, ბევრი სხვა ცნობილი ბრენდის – მათ შორის ByteDance-ის Douyin-ისა და სმარტფონების მწარმოებელი Huawei-ის – ღირებულება გასულ წელთან შედარებით 8%-52%-ის დიაპაზონშია გაზრდილი.

Kantar BrandZ-ის რეიტინგის რვა ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ძირითადი უმრავლესობა ტექნოლოგიური ბაზრის წარმომადგენელია. გამონაკლისებს შორისაა Moutai – ტრადიციული ჩინური ლიქიორის მწარმოებელი კომპანია, ასევე ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჯარო კომპანია. ცნობისთვის, ICBC-ი, S&P Global-ის მიხედვით, აქტივების მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესი ბანკია. ICBC-ის ბრენდის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 8%-ითაა გაზრდილი და $28.5 მილიარდს შეადგენს.

საერთო ჯამში, რეიტინგში წარმოდგენილი ბრენდების საერთო ღირებულების (დაახლოებით $1 ტრილიონი) თითქმის მესამედი მედიისა და გართობის და სამომხმარებლო ტექნოლოგიების სექტორებში ოპერირებად კომპანიებზე მოდის. ამას მოჰყვება ფინანსური მომსახურება, ალკოჰოლი და საცალო ვაჭრობა.

ბრენდის ღირებულებას Kantar-ი ბრენდის ფინანსურ ღირებულებად განსაზღვრავს. ამ მიდგომით, ბრენდის ფინანსური ღირებულება კომპანიის ღირებულებაში ბრენდის პროპორცია (კომპანიის მთლიანი ღირებულებიდან ბრენდის წილი) გამრავლებული ბრენდის კონტრიბუციაზე (გაყიდვებსა და მოგებაში ბრენდის როლი) გამოითვლება.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Tencent პირველ ადგილზეა ბრენდის ღირებულებით, კომპანიის 12-თვიანი შემოსავალი – $82.6 მილიარდი – მას Companies Market Cap-ზე დალისტულ 319 ჩინურ კომპანიას შორის მე-18, ხოლო გლობალურად 106-ე პოზიციაზე ანაწილებს. შემოსავლებით პირველ ადგილზე Sinopec-ია ($435 მილიარდი), თუმცა ბრენდის ღირებულებით ის მხოლოდ 22-ე ადგილს იკავებს.

წარმოგიდგენთ Kantar BrandZ-ის მონაცემებით, ყველაზე ძვირად ღირებულ ჩინურ ბრენდებს:
Tencent – $129 მილიარდი (ინტერნეტი / სამომხმარებლო ტექნოლოგიების ინდუსტრია)

Moutai – $87.3 მილიარდი (კვებისა და სასმელების ინდუსტრია)

Alibaba – $68.5 მილიარდი (ელექტრონული კომერცია)

Douyin – $56.9 მილიარდი (ინტერნეტი / სამომხმარებლო ტექნოლოგიების ინდუსტრია)

Huawei – $41 მილიარდი (სამომხმარებლო ტექნოლოგიების ინდუსტრია)

China Mobile – $35.3 მილიარდი (ტელეკომი)

Haier – $32.4 მილიარდი  (სამომხმარებლო ელექტრონიკა)

ICBC – $28.5 მილიარდი (ფინანსური მომსახურება)

forbes.ge