მომხმარებელთა მოთმინება ყავის ფასების მატებასთან დაკავშირებით ზღვარზეა, თქვა ანტონიო ბარავალემ, იტალიური ყავის კომპანია Lavazza-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იტყობინება Financial Times.
მისი თქმით, ფასების ზრდა ფინანსურ ბაზრებზე სპეკულაციებითა და კლიმატის ცვლილებებით არის განპირობებული.
არაბიკას ფიუჩერსმა თებერვალში მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 4,39 დოლარს ფუნტზე, მაგრამ აპრილში დაეცა 3,45 დოლარამდე აშშ-ის ტარიფების შესახებ ამბების ფონზე. „ფასები უკვე ზედმეტად მაღალია: 3-4 ფუნტი ესპრესო ლონდონში, 8 დოლარი კაპუჩინო ნიუ იორკში“, - თქვა ბარავალემ.