3 მაისს 18.00 საათზე ქოლგა თბილისი ფოტო 2025 ის ფარგლებში გალერეა ფოტოატელიეში გაიმართება ამერიკელი ფოტოგრაფის ჩარლზ ფორდის გამოფენა " წარმავალი ნარატივები: 80 – 90 იანი წლების ქუჩის ფოტოგრაფია"



ჩარლზ ფორდი გაიზარდა ჰიუსტონში (ტექსასის შტატი), ოსტინის ტექსასის უნივერსიტეტში ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდობის წლებში მას საშუალება მიეცა, ბოლივიაში ემოგზაურა და სტუდენტების სამედიცინო ჯგუფის სამუშაო პროცესი გადაეღო.


დიპლომის მიღების შემდეგ, ბოლივიაში მისი ნამუშევრის აღიარების გამო, ის პასადენას დიზაინის ხელოვნების ცენტრის კოლეჯში (კალიფორნიის შტატი) ჩაირიცხა, სადაც სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1980 წელს ჩარლზი საცხოვრებლად დალასში (ტექსასის შტატი) გადავიდა, სადაც მოდისა და პორტრეტების ფოტოგრაფად მუშაობდა.



1981 წელს ის ტექსასის უნივერსიტეტში, ოსტინში, ფოტოგრაფიის სასწავლებლად მიიწვიეს. უნივერსიტეტში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლების შემდეგ ის ნიუ იორკში გადავიდა, სადაც მოდის ფოტოებისა და პორტრეტების გადაღება გააგრძელა ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა: Vogue, GQ და Rolling Stone. თავისი Leica-ს ფოტოაპარატით ჩარლზი დიდი მონდომებით იღებდა ქუჩის ფოტოებს, რითაც დღემდეა გატაცებული.



ნიუ იორკში ათ წელზე მეტხნიანი ცხოვრებისა და ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ჩარლზი ტექსასში დაბრუნდა 1992 წელს, სადაც მოდის ფოტოგრაფიისა და პორტრეტების სფეროში მოღვაწეობა გააგრძელა.

2023 წელს ჩარლზმა გადაათვალიერა 1980-90-იან წლებში გადაღებული ქუჩის ფოტოების მასალა, რომელსაც დიდხანს ინახავდა. მან ამ ნამუშევრების ბეჭდვა და ვებსაიტზე, ინსტაგრამსა და გამოფენებზე გამოტანა დაიწყო. ჩარლზ ფორდის ნამუშევარი „აწმყო და წარსული“ მთლიანად ფოტოფირზეა გადაღებული.

გამოფენის კურატორი: თეონა გოგიჩაიშვილი