პარლამენტში დაინიციირდა კანონპროექტი, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას და რომელიც პროექტის მიხედვით, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ შესრულების კონტროლის ხელშეწყობა არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, დროულად მოხდება მმართველობის პროცესში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სათანადო ჩართულობა.