საქართველო იანვარ-მარტში რუსეთის ავიადაჯავშნებში ტოპ 15 უცხოურ მიმართულებას შორის მეშვიდე ადგილზეა და მეზობლებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, ხოლო თურქეთსა და სომხეთს ჩამორჩება.
მონაცემებს რუსული „კომერსანტი“ Yandex Travel-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ავიაბილეთების გადაყიდვების მოცულობაში საქართველოს წილი 5.8%-ს შეადგენს, ხოლო ორმხრივი ფრენის საშუალო ღირებულება 26.4 ათასი რუბლი, ანუ 320 დოლარამდეა. გაყიდვების წილით საქართველო, თითქმის, ჩინეთის მიმართულებას უტოლდება, რომლის წილიც მთლიან მოცულობაში 5.9%-ს შეადგენს და რომელიც საქართველოზე ერთი პოზიციით წინაა.
თურქეთი პირველ, ხოლო სომხეთი მესამე ადგილზეა. საქართველოს სამი პოზიციით ჩამორჩება, მე-10 ადგილზე კი აზერბაიჯანია. აზერბაიჯანის გარდა, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ბელარუსი, ყაზახეთი, იაპონია და სამხრთ კორეაა.
პირველ კვარტალში ავიაჯავშნებით რუსეთის ტოპ-15 ავიამიმართულებაა:
- თურქეთი - წილი გაყიდვების მოცულობაში 12.6%. ორმხრივი ფრენის საშუალო ღირებულება 345 დოლარი
- ტაილანდი - 9% - 699 დოლარი
- სომხეთი - 7.5% - 235 დოლარი
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 7.4% - 521 დოლარი
- უზბეკეთი - 7.2% - 319 დოლარი
- ჩინეთი - 5.9% - 641 დოლარი
- საქართველო - 5.8% - 320 დოლარი
- ბელარუსი - 5.5% - 157 დოლარი
- ყაზახეთი - 5.1% - 326 დოლარი
- აზერბაიჯანი - 4.2% - 325 დოლარი
- ყირგიზეთი - 3.2% - 305 დოლარი
- იაპონია - 2.4% - 832 დოლარი
- ვიეტნამი - 1.9% - 803 დოლარი
- სამხრეთ კორეა - 1.8% - 750 დოლარი
- ინდონეზია - 1.7% - 918 დოლარი