ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლოს გააძლიერებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს, რაც გაუადვილებს ბრიუსელს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს 61 ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამით - მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას დასავლეთ ბალკანეთში, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი.
გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები სამეულს, ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.
ცნობისთვის, 2015 წელს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.
ვრცლად: www.rferl.org