აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვა ვაშინგტონზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივი შეხვედრის ჩატარების მზადყოფნა კიევმა და მოსკოვმა უკვე დაადასტურეს.

„როგორც ბრიუსელში შეხვედრის შემთხვევაში. რუსებმა ეს დაადასტურეს და ჩვენც დავადასტურეთ. ჩემი აზრით, დღეს ეს ჩვენზე ან რუსებზე დამოკიდებული აღარ არის. დღეს აბუ-დაბი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, რადგან ყველამ თქვა, რომ შეხვედრის ამ ფორმატს დადებითად განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია არ გამორიცხა.

„იქ შესაძლოა ესკალაცია მოხდეს და ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, ეს მოხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

www.interpressnews.ge