გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი განახლდა და 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა – ახალი მონაცემები „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.

ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილურად კარგი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელის ფასმა 10 მილიონი ევროთი მოიმატა.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

1tv.ge