წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი - 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს - 7 მანდატით.
ამჟამად დათვლილია ხმების 84.91%.
საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00-ზე) დაიხურა. უნგრეთში ერთტურიანი საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელშიც მთავრობის ფორმირების უფლება ენიჭება იმ პარტიას ან კოალიციას, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს.
199 საპარლამენტო მანდატიდან 106 სამაჟორიტარო ოლქებში ირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პარტიული სიების მიხედვით ნაწილდება. საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრეთის მოქალაქეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
ოფიციალური საბოლოო შედეგები მოსალოდნელია დაახლოებით შუაღამისთვის (თბილისის დროით 02:00).
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა, ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის რეკორდულ 77.8%-ს მიაღწია. აქამდე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა, კერძოდ, 73.51%-ს შეადგენდა. ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 07:00, 09:00, 11:00, 13:00 საათებზეც