აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ნებისმიერ შტატს არალეგალი მიგრანტებისთვის კომერციული მძღოლის ლიცენზიის გაცემას აუკრძალავს.
„ბევრი, თუ არა უმეტესობა, არალეგალი უცხოელი არ ფლობს ინგლისურ ენას და ვერ კითხულობს საგზაო ნიშნების ყველაზე საბაზისო მითითებებსაც კი - მიმართულების, სიჩქარის, საფრთხის ან მდებარეობის შესახებ" - განაცხადა ტრამპმა 25 თებერვალს აშშ-ს კაპიტოლიუმში გამართულ მიმართვაში.
ტრამპმა კანონპროექტს "დელილას კანონი" დაარქვა - დელილა კოლმანი ხუთი წლის ასაკში მძიმედ დაშავდა, როდესაც არალეგალი მიგრანტი, რომელიც 18-ბორბლიან სატვირთოს მართავდა, მას შეეჯახა. ტრამპის თქმით, მძღოლი ქვეყანაში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში უკანონოდ შევიდა და კალიფორნიის შტატმა მას კომერციული მართვის მოწმობა მისცა.