ტურისტები გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან უფრო ბრენდულ სასტუმროებს ითხოვენ, ევროპელები - არაბრენდულს, - აცხადებს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
როგორც შალვა ალავერდაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, 2025 წელი საქართველოს ძირითადად ყველა რეგიონისთვის დადებითად დასრულდა. ერთადერთი, კახეთი აღმოჩნდა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში.
„ერთი კია, პანდემიამდე თითქმის ერთნაირი მოთხოვნა იყო ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს შორის, შემდეგ კი დიდი მოთხოვნა წამოვიდა უფრო ბრენდულ სასტუმროებზე. ამ ეტაპისთვის ჩვენი სტუმრების გეოგრაფიიდან გამომდინარე, თითქმის 70/30-ზეა, ანუ 70% ბრენდულ სასტუმროებს ითხოვს. მაგალითად, ტურისტები გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან უფრო ბრენდულ სასტუმროებს ითხოვენ, ევროპელ ტურისტებს, პირიქით, უფრო არაბრენდული სასტუმროები მოსწონთ და უფრო ავთენტური გარემოს შესაგრძნობად ჩამოდიან“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.