ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „პოსტვის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე "პირველებთან" ეხმაურება.
ის ფიქრობს, რომ ქართული ბანკების ნაწილი „ბრიტანეთის აგენტია“. ვიქტორ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ თანამშრომლებს ხელფასებს მაინც გადაუხდის, თუმცა არ ასახელებს, რომელი ბანი უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას. ამასთან, "ხალხის ძალის" ლიდერის თქმით, ბრიტანული სანქციები POS TV-ში რეკლამების მიტანასაც არ შეუშლის ხელს.
„ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ "კამიტის" გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები გამოუთქვა. ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს ქართველმა მოსახლეობამ? მაგათი აზრი არ მაინტერესებს.
ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან, ეს ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ აგენტურის, ბრიტანელების ბანკები არიან. ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა. რატომ უნდა გითხრათ, [რომელ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა], რას ლაპარაკობთ, [ხელზე არ გავცემთ] ხელფასებს. ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. არ არის თქვენი საქმე [მაქვს თუ არა "ქართუ ბანკთან] კომუნიკაცია] გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა“- თქვა მან.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" დაასანქცირა.