აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ ვენესუელისგან 80 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მიიღო. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამერიკული ნავთობის წარმოება დღეში 600 000 ბარელზე მეტით გაიზარდა და ჩვენ ჩვენი ახალი მეგობრისა და პარტნიორისგან, ვენესუელისგან, ახლახან მივიღეთ 80 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიხსენა ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია.
„ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა დაამარცხეს, მტრის მებრძოლები სრულიად გაანადგურეს, რათა დაესრულებინათ უკანონო დიქტატორის, ნიკოლას მადუროს მბრძანებლობა და მისი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენა. ეს იყო აბსოლუტურად კოლოსალური გამარჯვება შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ეს ახალი დასაწყისია ვენესუელელი ხალხისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ახალ პრეზიდენტ როდრიგესთან, რათა გავხსნათ უმდიდრესი ეკონომიკური შესაძლებლობები ორივე ქვეყნისთვის და მოვუტანოთ ახალი იმედი მათ, ვინც ამდენი ტანჯვა გაიარა“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge