აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირი, რომელიც გასულ არჩევნებთან ან 2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ხმების გაყალბების ფაქტს გამოავლენს, 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებს.

ტრამპის თქმით, თანხა მას შემდეგ გაიცემა, რაც გაყალბებაში ბრალდებულ პირებს დააკავებენ და მათ სასამართლო განაჩენს გამოუტანს.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გასულ არჩევნებში ან მომავალ, 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების გაყალბების შესახებ განაცხადებს, დანაშაულის ჩამდენთა დაკავებისა და მსჯავრდადების შემდეგ 1 000 000 დოლარს მიიღებს!“ - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.