ბევრი დამსაქმებელი ფიქრობს, ღირს თუ არა თანამშრომლებისთვის სახლიდან მუშაობის უფლების მიცემა და იმოქმედებს თუ არა ეს შედეგებზე. კვლევა, რომელიც გერმანიის შრომის ორგანიზაციისა და სამრეწველო წარმოების ინსტიტუტმა ჩაატარა ცალსახად პასუხობს „დიახ“-ს - home office–ის რეჟიმში მუშაობა პროდუქტიულობას 20%-ით ზრდის.
კვლევისთვის შეირჩა დავალებები, რომელთა შედეგების ზუსტად გაზომვა შესაძლებელი იყო — მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში დამუშავებული მომხმარებელთა მოთხოვნების და ჩატარებული სატელეფონო საუბრების რაოდენობა.
კვლევის ავტორები სახლიდან მუშაობის უპირატესობას იმით ხსნიან, რომ ბევრ ადამიანს სახლის გარემოში კონცენტრირება უფრო უადვილდება – მათ ნაკლებად ეფანტებათ ყურადღება კოლეგების საუბრებზე და ოფისის ყოველდღიურ აურზაურზე. გარდა ამისა, თანამშრომლებს არ უწევთ დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგზაურობაზე.