Ryanair-მა ისრაელში ფრენების გაუქმება გამოაცხადა. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ქვეყანაში ფრენები მხოლოდ ცოტა ხნის წინ - 1 თებერვალს განაახლა. ამის შესახებ avianews.com წერს.

თუმცა, ისრაელის საჰაერო სივრცეში დაბრუნებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, Ryanair-მა გადაწყვიტა ფრენების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი აეროპორტის მაღალი გადასახადი გახდა.

ამაზე გავლენა იქონია ჰამასსა და ისრაელს შორის ომმა. ქვეყანაში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტში ტერმინალი 1 დაიხურა, სადაც საფასური მნიშვნელოვნად დაბალი იყო. ყველა ფრენა კონცენტრირებული იყო ტერმინალ 3-ში.

Ryanair ადრე ოპერირებდა იაფი ტერმინალ 1-დან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გახსნილი. ბენ გურიონის აეროპორტის ერთადერთი ღია ტერმინალი რჩება ძვირადღირებული ტერმინალი 3, ნათქვამია მოხსენებაში.

ადრე ისრაელში დაბრუნების შესახებ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მაც გამოაცხადა. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ თავდაპირველად ფრენები შეზღუდული რაოდენობის მარშრუტებზე განხორციელდებოდა. თელ-ავივში შეგიძლიათ იმოგზაუროთ შემდეგი ქალაქებიდან: ბუდაპეშტი, ბუქარესტი, სოფია, კრაკოვი, ლონდონი, რომი.