"FP-9 ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მოსკოვამდე მიღწევა შეუძლია, შემოდგომაზე მზად იქნება" , - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ს. 

FP-9 ბალისტიკური რაკეტა, უკრაინის მიერ ადგილობრივად შემუშავებული რაკეტაა, რომელიც ისეთი მანძილის სამიზნეებზე დარტყმისთვისაა შექმნილი, როგორიცაა მოსკოვი. გამოცემა წერს, რომ ბალისტიკური რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია.

ზელენსკის თქმით, ის დაუკავშირდა ბალისტიკური რაკეტის მწარმოებელ კომპანია Fire Point-ს და ხელმძღვანელობისგან შორ მანძილზე მოქმედ FP-9 რაკეტაზე მუშაობის უფრო სწრაფად დასრულება მოითხოვა.

"ვკითხე მათ: სად არის ჩემი FP-9?. ჩვენ გვჭირდება FP-9. და დარწმუნებული ვარ, რომ FP-9 ამ შემოდგომაზე მზად იქნება", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს, რათა მოსკოვის მიერ განხორციელებულ გაფართოებულ საჰაერო კამპანიას უპასუხოს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ზამთრის დადგომამდე კიევისა და სხვა ურბანული ცენტრების მაცხოვრებლების იძულებით ევაკუაციაა.