2026 წლის პირველ 8 თვეში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 7%-ით შემცირდა და 757 ათასი კვ.მ შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაღალ მაჩვენებელთან შედარებით, კლება ძირითადად მრავალფუნქციური შენობების ნებართვების შემცირებითაა გამოწვეული (2025 წლის 8 თვეში ეს მაჩვენებელი 813 ათასი კვ.მ იყო).
პუბლიკაციის თანახმად, 2026 წლის 8 თვეში, საცხოვრებელი ფართობის მიხედვით, ნებართვების ყველაზე დიდი წილი დიდი დიღომზე მოდის (18%), რასაც ნაძალადევი (16%) და საბურთალო (15%) მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, “თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, ნებართვების ყველაზე დიდი წილი შემდეგ უბნებზე ნაწილდება:
დიდი დიღომი - 18%;
- ნაძალადევი - 16%;
- საბურთალო - 15%;
- ისანი - 14%;
- გლდანი - 14%;
- სხვა უბნები - 23%.
ცნობისთვის, ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 2.674 მილიონი შეადგინა და წლიურად 24%-ით გაიზარდა. აგვისტოში წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალი, ისე ძველი ბინების გაყიდვებში, თუმცა ზრდის უდიდესი ნაწილი ძველ ბინებზე მოდის.
იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 20%-ით გაიზარდა და 30 180 ერთეული შეადგინა.