საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო. მათივე ცნობით, დაგეგმილია კიდევ დაახლოებით 75 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფა.

IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისის ენერგეტიკულ ბაზარზე გავლენა კვლავ მწვავედ რჩება, განსაკუთრებით დიზელის ბაზრებზე. მისივე თქმით, ორგანიზაცია კრიზისის დასაძლევ გზებზე მუშაობს.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან დიზელის ექსპორტზე აკრძალვას არ დააწესებს.

1tv.ge