დოლარში ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ და ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 43 მლრდ. საუბარია ძალიან დიდ ნახტომზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასზე. საშუალო ხელფასი, მაგალითად იყო 2012 წელს 712.5 ლარი, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ეკონომიკა ყვაოდა. დღეს არის 2 283 ლარი, დაახლოებოთ 2 300 ლარი, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობა შემცირდა 26.7-დან 13.9%-მდე 2012 წელთან შედარებით.
„სიღარიბის მაჩვენებელზეც ეს ყველაფერი აისახა. სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 1 120 000. 1 120 000-ზე მეტი ადამიანი საქართველოში 2012 წელს ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომ 34%-დან მხოლოდ 30%-მდე მოახერხეს სიღარიბის შემცირება 2003 წლიდან 2012 წლამდე. მას შემდეგ გვაქვს რადიკალური ცვლილება. 30% იყო 2012 წელს, 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები, 7.1%. ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ, ეკონომიკური წინსვლაც. თუ 1 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წელს ეს მაჩვენებელი არის 280 000. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 4-წლიან პერსპექტივაში გავანულოთ სიღარიბე. ის 280 000 ადამიანიც, რომელიც დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, დააღწევს თავს სიღარიბეს. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ერთადერთი მიმართულება, ძალიან მტკივნეულია, არის დემოგრაფია, სადაც გვაქვს გამოწვევები და ამაზე ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ბევრ კომპლექსურ, მათ შორის გლობალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული დემოგრაფიული საკითხის მოგვარება, თუმცა ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მთლიანობაში, ეკონომიკა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის პოზიციები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ვიყოთ უფრო მყარად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, სიღარიბე აღმოიფხვრას, მიგრაციის კუთხით ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. მხოლოდ ბოლო 2 წელია, მანამდე გვქონდა ყოველ წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო. იმაზე მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. ბოლო 2 წელია მხოლოდ, როდესაც მოქალაქეების ნაწილშიც, ანუ აქ არ შედიან უცხოელები, იმაზე მეტი შემოდის, ბრუნდება საქართველოში, ვიდრე გადის. ეკონომიკური ზრდა არის ამის მთავარი განმაპირობებელი. ჩვენ თუ გავაგრძელეთ ამ ტემპით ეკონომიკის განვითარება, ამ შემთხვევაში მიგრაციის კუთხითაც გვექნება სრულიად სხვა მაჩვენებლები და ყველა სხვა მიმართულებით გვექნება მუდმივი პროგრესი, ევროინტეგრაციის მიმართულებითაც უფრო ძლიერი პოზიციები გვექნება და ა.შ. ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - ირაკლი კობახიძე
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე