ამერიკელი მსახიობის, ეშტონ კატჩერის საინვესტიციო საქმიანობა სულ უფრო მასშტაბურ ფინანსურ წარმატებას უკავშირდება. მისი ვენჩურული ფონდი Sound Ventures ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში დაახლოებით 435 მილიონი დოლარის ინვესტიციას ფლობს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემთხვევაში, აღნიშნული წილის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა თავად კატჩერის პირადი აქტივი არ არის და საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის. თუმცა, სხვა აქტივების, მათ შორის OpenAI-ში არსებული წილის გათვალისწინებით, მსახიობის პირადი ქონება დაახლოებით 9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შედარებისთვის, მანამდე მისი ქონება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენდა.
კატჩერის საინვესტიციო საქმიანობა Skype-ში, Spotify-ში, Uber-სა და Airbnb-ში განხორციელებული წარმატებული დაბანდებებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, მსახიობი მილა კუნისიც კი ცდილობდა, დაერწმუნებინა, უარი ეთქვა Uber-სა და ბიტკოინში ინვესტირებაზე, რადგან ამ გადაწყვეტილებებს სარისკოდ მიიჩნევდა.კატჩერი ჰოლივუდის იმ მსახიობებს შორისაა, რომლებმაც კინოკარიერის პარალელურად ტექნოლოგიურ და საინვესტიციო სფეროში მნიშვნელოვანი აქტივები დააგროვეს.