რუსეთი ბენზინის იმპორტზე გადავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად ქვეყნის რამდენიმე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმებმა რუსეთის შიდა ნავთობგადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 40%-ით შეამცირა, რის გამოც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ ქვეყანას საწვავის დამატებითი მოცულობის შემოტანა დასჭირდა.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ტანკერი, რომელსაც ინდოეთის გუჯარათის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული 42 ათასი ტონა ბენზინი გადააქვს, ჩრდილოეთ რუსეთში, თეთრი ზღვის ნავთობტერმინალში, 26 ივლისს უნდა ჩავიდეს.

მანამდე, ივლისის დასაწყისში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა მინიმუმ 60 ათასი ტონა ბენზინი, რაც რუსეთის დღიური მოხმარების დაახლოებით 60%-ის ეკვივალენტურ მოცულობას შეადგენს.