საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 24 ივლისის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარს შეადგენს, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 0.05 თეთრით ნაკლებია. ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.9975 ლარია (გამყარება – 0.09 თეთრი), ხოლო ერთი ფუნტი სტერლინგის – 3.5122 ლარი (გამყარება – 0.17 თეთრი).

ამასთან, ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.0556 ლარია (გამყარება – 0.01 თეთრი), 100 რუსული რუბლის – 3.3513 ლარი (გამყარება – 0.09 თეთრი), ერთი აზერბაიჯანული მანათის – 1.5464 ლარი (გამყარება – 0.03 თეთრი), 1000 სომხური დრამის – 7.1768 ლარი (გამყარება – 0.12 თეთრი), ხოლო 10 უკრაინული გრივნის – 0.5863 ლარი (გამყარება – 0.10 თეთრი).