ფეხსაცმლის სამყაროში ახალი ტრენდი გაჩნდა, რომელიც უნივერსალურობით ყველას ყურადღებას იპყრობს. შავი, ვერცხლისფერი, თეთრი და კრემისფერი – ყველა ფერი პრიალა და ნაქსოვი ზედაპირით – თავდაპირველად, შესაძლოა უჩვეულოდ მოჩანდეს ფოტოებზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჯუნია ვატანაბეს შემოდგომა/ზამთრის 2024-25 წლის კოლექცია უჩვეულო, დამაინტრიგებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. New Balance 1906L-მა, რომელიც გასულ წელს გამოვიდა, სრულიად ახალი ტიპის ფეხსაცმელი გააცნო ბაზარს – “snoafer”. ფეხსაცმელი ლოფერის კლასიკური სილუეტის, ტექნიკური ქსოვილებისა და ელასტიური ქაფის ძირის კომბინაციაა. ის ქუჩის სტილისა და ქუჩის მოდის ერთობლიობას წარმოადგენს. იდეამ იმდენად გაამართლა, რომ Nike, Hoka და Puma სწრაფად აჰყვნენ ამ ტენდენციას და თავიანთი ვერსიები შექმნეს.

სნიკერ-ლოფერების პოპულარობამ არა მხოლოდ გადააზრებინა მომხმარებლებს, თუ რას ნიშნავს სნიკერი, არამედ ახალი სიცოცხლე შთაბერა ლოფერების კატეგორიას ზოგადად. Edited-ის მონაცემებით, ლოფერების გაყიდვები წლიურ ჭრილში 33%-ით გაიზარდა მამაკაცებში და 28%-ით ქალებში. ანალიტიკოსი კარის მანდეი აღნიშნავს, რომ ეს ზრდა მოკლევადიანი არ არის. მისი შეფასებით, სნიკერით ინსპირირებული ლოფერები ჭეშმარიტად უნივერსალური გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც ბიზნეს გარემოში, ისე უქმე დღეების არაფორმალურ სიტუაციებში.

New Balance-ის დიზაინის ხელმძღვანელი შარლოტ ლი, 1906L-ის შემქმნელი, განმარტავს, რომ ამ პროდუქტის წარმატების საიდუმლო კომპანიის იდენტობასა და პროდუქტის დანიშნულებას შორის ბალანსია. ლი ათ წელზე მეტია New Balance-ში მუშაობს, პროფესიონალი ფეხსაცმლის დიზაინერია. ამის მიუხედავად, განმარტავს, რომ სტრიტვეარის სეგმენტი ყოველთვის გარკვეული გამოწვევა იყო მისთვის. თუმცა, სწორედ ეს ინსაიდერისა და აუთსაიდერის უნიკალური პერსპექტივა დაეხმარა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

სთრითვეარი ოდესღაც მოდის ინდუსტრიის პერიფერიაზე იყო, ბოლო 20 წლის განმავლობაში კი ის მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს მიმდინარეობა ჩაცმის უნივერსალურ ენად ჩამოყალიბდა.

საინტერესოა, რომ ფეხსაცმლის ფერები – შავი, თეთრი და ვერცხლისფერი – შეგნებულად შეირჩა New Balance-ის არსებული სნიკერების ხაზიდან. ის ადვილად ერგება სხვადასხვა ჩაცმის სტილსა და გარდერობს.

სნიკერისა და ფორმალური ფეხსაცმლის კომბინაცია არ არის სრულიად ახალი იდეა. დიზაინერ სალეჰე ბემბურის ექსპერიმენტი Cole Haan-თან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2014 წელს შედგა, როდესაც მან ØriginalGrand შექმნა – კლასიკური ბროგის ტიპის ფეხსაცმელი EVA ქაფის ძირით. თუმცა ის კონცეფცია ვერ დაიხვეწა იმდენად, რომ მასობრივი პოპულარობა მოეპოვებინა.

დიზაინერის აზრით, ამ მიმდინარეობის განვითარება ინტეგრაციის დივერსიფიკაციის ფაზაში შედის – ერთგვარი ექსპერიმენტი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ერთმანეთს ორი სამყარო, რომლებიც ერთი შეხედვით არ ებმის, მაგრამ იდეალურ ჰარმონიაში შეიძლება მოვიდეს.

სნიკერ-ლოფერების ფენომენი არ არის უბრალოდ ორი მოულოდნელი იდეის შერწყმა. ეს არის ექსპერიმენტი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სნიკერი, როგორც პროდუქტი და როგორ შეიძლება შევათავსოთ ტექნიკური ინოვაციები თვითგამოხატვის უფრო ფორმალურ ასპექტებთან.

წყარო: Fastcompany  marketer.ge